დასრულდა სოციალური მუშაკის საქმიანობის რეგულირების შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის პროექტის პირველი ეტაპი.
აღნიშნული ეტაპი მიზნად ისახავდა ბენეფიციარების (სოციალურად დაუცველების), სოციალური მუშაკებისა და მათი დამსაქმებლების არსებული სიტუაციის კვლევასა და პრობლემათა იდენტიფიცირებას.
მიზნის მისაღწევად 2017 წლის ივნისსა და ივლისში, ა(ა)იპ-დემოკრატიის განვითარების სააგენტომ განახორციელა შემდეგი სახის აქტივობები:
საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მიზნობრივი ჯგუფების გამოკითხვა;
სამუშაო სახის შეხვედრები სოციალური მუშაკის სფეროში მომუშავე სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
