პროექტი სოციალური მუშაკის საქმიანობის რეგულირების შესახებ

დასრულდა სოციალური მუშაკის საქმიანობის რეგულირების შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის პროექტის პირვლი ეტაპი.
აღნიშნული ეტაპი მიზნად ისახავდა ბენეფიციარების (სოციალურად დაუცველების), სოციალური მუშაკებისა და მათი დამსაქმებლების არსებული სიტუაციის კვლევასა და პრობლემათა იდენტიფიცირებას.
მიზნის მისაღწევად 2017 წლის ივნისსა და ივლისში, ა(ა)იპ-დემოკრატიის განვითარების სააგენტომ განახორციელა შემდეგი სახის აქტივობები:
საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მიზნობრივი ჯგუფების გამოკითხვა;
სამუშაო სახის შეხვედრები სოციალური მუშაკის სფეროში მომუშავე სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

სოციალური სამუშაო, სოციალური მუშაკების ფუნქციები და სტატუსი

ა(ა)იპ-დემოკრატიის განვითარების სააგენტო ახორცილებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს. პროექტი ორიენტირებულია სოციალური მუშაკის საქმიანობის რეგულირების შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნაზე.
დასრულდა პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც მიზნად ისახავდა ბენეფიციარების (სოციალურად დაუცველების), სოციალური მუშაკებისა და მათი დამსაქმებლების არსებული სიტუაციის კვლევასა და პრობლემათა იდენტიფიცირებას.
დასახული მიზნის მისაღწევად 2017 წლის ივნისსა და ივლისში, ა(ა)იპ-დემოკრატიის განვითარების სააგენტომ განახორციელა შემდეგი სახის აქტივობები:
საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მიზნობრივი ჯგუფების გამოკითხვა;
სამუშაო სახის შეხვედრები სოციალური მუშაკის სფეროში მომუშავე სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
გარდა ზემოთ აღნიშნული აქტივობებისა პროექტის ექსპერტი ანა ფირცხალაშვილი სამუშაო ვიზიტით ეწვია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები გერმანიის სოციალურ მუშაკთა ასოციაციასა და ბერლინის მიწის ახალგაზრდულ საქმეთა სენატში.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
20247640_1146849815414501_440947989881046882_o.png

პროექტი სოციალური საწარმო-„სოციალური სამყარო“ დაიწყო

პროექტი მიზნად ისახავს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების პროფესიულ გადამზადებას მათი შემდგომი დასაქმების მიზნით. კურსდამთავრებულები დასაქმდებიან ამავე პროექტის ფარგლებში გახსნილ სოციალურ საწარმოში, რომლის საქმიანობაც ორიენტირებულია ბენეფიციართა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების გაუმჯობესებაზე.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროექტი ხორციელდება ნაძალადევის N17 ოლქის მაჟორიტარი-პარლამენტის წევრის სოფიო კილაძის ბიუროსთან თანამშრომლობითა და სსიპ-ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ფინასური მხარდაჭერით.
ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდი

პროექტი-„ბავშვები ბავშვებისათვის“ დასრულდა

პროექტი-„ბავშვები ბავშვებისათვის“ დასრულდა. პროექტი მოიცავდა ოთხ ეტაპს:
1) ხელოვნების დღე, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ნაძალადევის N17 ოლქის 8 საჯარო სკოლის სპეციალური განათლების საჭიროების მქონე მოსწავლეები;
2) გამოფენა-გაყიდვა რომლის ფარგლებშიც თბილისის არტ-ჰოლში წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრები;
3) მოსწავლეების ნამუშევრების ამსახველი 2018 წლის კალენდრების დამზადება-დემოკრატიის განვითარების სააგენტოს მიერ დამზადებული კალენდრები საჩუქრად გადაეცა პროექტში მონაწილე სკოლების ადმინისტრაციებსა და მოსწავლეებს, საჯარო, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს;
4) გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხის გადაცემა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახზე.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროექტი მიმდინარეობდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტი-„ბავშვები ბავშვებისათვის“ მეორე ეტაპი დასრულდა

მიმდინარე წლის 27 მაისს, თბილისის არტ-ჰოლის კულტურულ ცენტში გაიმართა ნაძალადევის N17 ოლქის 8 საჯარო სკოლის სპეციალური განათლების საჭიროებების მქონე ბავშვებების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებებსა ესწრებოდნენ სხვადასხვა საჯარო, საერთაშირისო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. სტუმრების მიერ შეძენილი ნამუშევრებიდან შემოსული თანხა სრულიად გადაეცემა ამავე ოლქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს.
ა(ა)იპ-დემოკრატიის განვითრების სააგენტო მადლობას უხდის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ნაძალადევის N17 ოლქის მაჟორიტარი-პარლამენტის წევრის სოფიო კილაძის ბიუროს ოფისსა და მის უფროს ქალბატონ ნინო კვარაცხელიას პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში აღმოჩენილი მხარდაჭერისათვის.

დასრულდა პროექტი-„ბავშვები ბავშვებისათვის“ პირველი ეტაპი

პროექტი მიზნად ისახავს სპეციალური განათლების საჭიროებების მქონე ბავშვებში ხელოვნების განვითარებას. პროექტში მონაწილეობას იღებს ნაძალადევის N17 ოლქში მდებარე 8 საჯარო სკოლის (N12, N113, N129, N190, N112, N8, N9 და N11 სკოლები) მოსწავლეები.
პროექტის მეორე ეტაპი მოიცავს მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას. გამოფენა-გაყიდვა გაიმართება 2017 წლის 27 მაისს, 18 საათზე. ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაეცემა ნაძალადევის N17 მაჟორიტარულ ოლქში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე, მრავალშვილიან ოჯახს.

გრძელდება ინკლუზიური ხელოვნების ხელშემწყობი პროექტი

პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის 19 მაისს, ა(ა)იპ-დემოკრატიის განვითარების სააგენტომ მოაწყო ხელოვნების დღე ნაძალადევის ოლქის N113, N129, N190 და N112 საჯარო სკოლებში. სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს საჩუქრად გადასცეს ხელოვნების დღისათვის საჭირო ინვენტარი. მოსწავლეებმა შექმნეს ბევრი ლამაზი და საინტერესო ნამუშევარი რომლებიც გამოფენა-გაყიდვის გზით 27 მაისს წამოდგენილი იქნება თბილისის არტ-ჰოლის კულტურის ცენტრში. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულიად გადაეცემა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს.

ინკლუზიური ხელოვნების ხელშემწყობა

ა(ა)იპ-დემოკრატიის განვითარების სააგენტომ მიმდინარე წლის 18 მაისს დაიწყო ინკლუზიური ხელოვნების ხელშემწყობი პროექტი.

პროექტი მიზნად ისახავს ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობას და მხარდაჭერას.

პროექტის ფარგლებში ა(ა)იპ-დემოკრატიის განვითარების სააგენტომ მოაწყო ხელოვნების დღე. სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ ნაძალადევის ოლქის N8, N9 და N11 სკოლებს, მოსწავლეებს საჩუქრად გადასცეს ხელოვნების დღისათვის საჭირო ინვენტარი. მოსწავლეებმა შექმნეს ბევრი ლამაზი და საინტერესო ნამუშევარი და გამოთქვეს სურვილი მათ მიერ შექმნილი ნამუშევრების გაყიდვის გზით დახმარებოდნენ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს.

აღსანიშნავია ის ფაქტი რომ, პროექტი ხორციელდება ნაძალადევის N17 ოლქის მაჟორიტარი-პარლამენტის წევრის სოფიო კილაძის ბიუროს ინიციატივითა და ქალაქ თბილისის მერიის ფინასური მხარდაჭერით.